Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობის პრობლემა თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავებში


ობის პრობლემა თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავებში
please wait

No media source currently available

0:00 0:11:43 0:00

3 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ მანანა თევზაძე, "ლურჯი ფარის" საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი, და მარიამ კალხიდაშვილი, თსუ-ს ბიბლიოთეკის წიგნის რესტავრაციის განყოფილების თანამშრომელი. ორგანიზაცია "ლურჯი ფარი" პრინც კლაუსის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც გულისხმობს თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავებში უნიკალური წიგნების კოლექციის ობისგან დაცვას და დაზიანებული წიგნების გადარჩენასა და გაწმენდას. ბიბლიოთეკის ნულ სართულზე განთავსებულ საცავებში ობის პრობლემა 2000-იანი წლებიდან დგას და წიგნების ზოგიერთ ტომეულზე მისი სისქე 3 სანტიმეტრს აღწევს. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საცავი N12, რომელშიც ბიბლიოთეკის უნიკალური კოლექციის 100 000-მდე წიგნი ინახება. აქ გვხვდება ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ებრაული და სპარსული წიგნები, რომელთა იდენტიფიცირება უფრო და უფრო რთულდება. წიგნების დაახლოებით 30 % მე-20 საუკუნისაა, დანარჩენი კი მე-16 და მე-19 საუკუნის ბეჭდური წიგნებია, რომელთა უმეტესობა პირველ გამოცემებს წარმოადგენს. "ლურჯი ფარის" პროექტის ფარგლებში მოწვეული აშშ-ის მერიოტის ბიბლიოთეკის სპეციალისტის ვიზიტის შედეგად მომზადდა მოკლე და გრძელვადიანი რეკომენდაციები.

XS
SM
MD
LG