აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ საკითხს შეეხო ტელეინტერვიუში, რის შემდეგაც გეების ქორწინებაზე თავისი პოზიციის გამოხატვა მოუწია მიტ რომნისაც - ობამას სავარაუდო მეტოქეს შეერთებულ შტატებში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით, რომელიც მან 9 მაისს გამოთქვა ამერიკელ მაუწყებელ ABC-TV-თან ინტერვიუში, გეი წყვილებს უნდა ჰქონდეთ დაქორწინების უფლება. პრეზიდენტის განმარტებით, ეს არის მისი პირადი აზრი. რაც შეეხება გეების ქორწინების დაშვებას - ეს საკითხი, ობამას რწმენით, კვლავაც ცალკეული შტატების გადასაწყვეტია.
„ბოლო რამდენიმე წელია, როცა ვესაუბრები მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და მეზობლებს, როცა ვფიქრობ ჩემი ადმინისტრაციის წევრებზე, რომლებიც საოცრად ერთგულები არიან, მონოგამური ურთიერთობა აქვთ ერთი სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც ერთად ზრდიან ბავშვებს ... როცა ვფიქრობ ჯარისკაცებზე, საჰაერო ძალების წევრებზე, ან საზღვაო ქვეითებზე, რომლებიც ჩემი დავალებით იბრძვიან და (...) მაინც გრძნობენ შეზღუდვას, რადგან არ შეუძლიათ დაქორწინება , რაღაც მომენტში, უბრალოდ, მისული ვარ დასკვნამდე, რომ პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, წინ გადავდგა ნაბიჯი და დავადასტურო, რომ, ჩემი აზრით, ერთი სქესის წარმომადგენელ წყვილებს უნდა შეეძლოთ დაქორწინება“ - განაცხადა ობამამ ტელეინტერვიუში.
ინტერვიუ ერთ დღეში მოჰყვა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ჩატარებულ კენჭისყრას იმავე, გეების ქორწინების საკითხზე. თუმცა, კენჭისყრა დასრულდა ამ საკითხში ობამას ოპონენტების გამარჯვებით: ჩრდილოეთ კაროლინაში მხარი დაუჭირეს შტატის კონსტიტუციის შესწორებას, რომელიც კრძალავს ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას, ისევე როგორც გეების მიერ სამოქალაქო კავშირის, ან საოჯახო მეურნეობის შექმნას. მსგავსი შესწორებები შეტანილია 30 შტატის კონსტიტუციებში მაშინ, როცა ერთი სქესის წარმომადგენლების კავშირის კანონიერებას ცნობენ ექვს შტატში და დედაქალაქ ვაშინგტონი.
თუ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები ისტორიულ მომენტად მიიჩნევენ პრეზიდენტის მიერ გეების ქორწინების მხარდაჭერას, კონსერვატიული ძალებისაგან კრიტიკული რეაქციაა მოსალოდნელი. რესპუბლიკელების სავარაუდო კანდიდატმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიტ რომნიმ უკვე განაცხადა, რომ ქორწინება, მისი რწმენით, შეიძლება იყოს მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირი.
„ქორწინებაზე იმავე აზრის ვარ, რომელზეც ვიყავი გუბერნატორობისას და რომელიც ბევრჯერ გამომითქვამს: ჩემი აზრით, ქორწინება არის ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის“, - განაცხადა რომნიმ ოთხშაბათს, ჟურნალისტებთან ოკლაჰომა სიტიში საუბრისას. ასევე რომნის თქმით, გეების ქორწინება „ძალიან მგრძნობიარე საკითხია“.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელიც კომპანია „გელაპმა“ ჩაატარა, აჩვენებს, რომ ამერიკელი მოქალაქეების დაახლოებით 50% მიიჩნევს სრულიად მისაღებად გეების ქორწინებას, მაშინ როცა წინააღმდეგია თითქმის ამდენივე: 48 %. გამოკითხვა აჩვენებს, რამდენად გაყოფილია საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხშიო, დაასკვნის „გელაპი“.
მით უფრო დაძაბულ დაპირისპირებას უნდა მოველოდეთ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაკ ობამასა და მის სავარაუდო, რესპუბლიკელ კონკურენტს, მიტ რომნის შორის. სხვა საკითხებთან ერთად მათ, როგორც გაირკვა, გეების ქორწინებაზეც განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით, რომელიც მან 9 მაისს გამოთქვა ამერიკელ მაუწყებელ ABC-TV-თან ინტერვიუში, გეი წყვილებს უნდა ჰქონდეთ დაქორწინების უფლება. პრეზიდენტის განმარტებით, ეს არის მისი პირადი აზრი. რაც შეეხება გეების ქორწინების დაშვებას - ეს საკითხი, ობამას რწმენით, კვლავაც ცალკეული შტატების გადასაწყვეტია.
„ბოლო რამდენიმე წელია, როცა ვესაუბრები მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და მეზობლებს, როცა ვფიქრობ ჩემი ადმინისტრაციის წევრებზე, რომლებიც საოცრად ერთგულები არიან, მონოგამური ურთიერთობა აქვთ ერთი სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც ერთად ზრდიან ბავშვებს ... როცა ვფიქრობ ჯარისკაცებზე, საჰაერო ძალების წევრებზე, ან საზღვაო ქვეითებზე, რომლებიც ჩემი დავალებით იბრძვიან და (...) მაინც გრძნობენ შეზღუდვას, რადგან არ შეუძლიათ დაქორწინება , რაღაც მომენტში, უბრალოდ, მისული ვარ დასკვნამდე, რომ პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, წინ გადავდგა ნაბიჯი და დავადასტურო, რომ, ჩემი აზრით, ერთი სქესის წარმომადგენელ წყვილებს უნდა შეეძლოთ დაქორწინება“ - განაცხადა ობამამ ტელეინტერვიუში.
ჩემი აზრით, ქორწინება არის ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის ...მიტ რომნი