Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო დარსაველიძე პოლიტიკური შეფასებისას სამედიცინო ტერმინების გამოყენებაზე


ნინო დარსაველიძე, საქართველოს აუტიზმის საზოგადოების დამფუძნებელი
ნინო დარსაველიძე, საქართველოს აუტიზმის საზოგადოების დამფუძნებელი

11 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო აუტიზმის საზოგადოების დამფუძნებული ნინო დარსაველიძე. აუტიზმის საზოგადოებამ შეიმუშავა მემორანდუმი პოლიტიკური შეფასებისას სამედიცინო ტერმინების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, რომელზე ხელის მოწერის თხოვნითაც მიმართა პოლიტიკურ პარტიებს.

"სამეტყველო ენაში ღრმად არის გამჯდარი სამედიცინო დიაგნოზებით “ბრძოლა” ოპონენტის დაკნინების და შეურაცხყოფის მიზნით. ეს პროცესი, ერთის მხრივ, დისკრიმინაციულია როგორც ამ დიაგნოზების მატარებელი ადამიანებისთვს, ასევე მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ. მეორე მხრივ, ის ხელს უწყობს ადამიანების სტიგმატიზაციას, აფერხებს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას და ლახავს დემოკრატიული საზოგადოების კიდევ ერთ ფუნდამენტურ პრინციპს - თანაბარ შესაძლებლობებს."-ნათქვამია მემორანდუმში, რომელზე ხელისმომწერებიც აფიქსირებენ მზაობას, მიცენ მაგალითი საზოგადოებას და მეტი სიფრთხილით მოეკიდონ საჯარო გამოსვლებისას გამოსაყენებელ ტერმინებს.

რა გამოხმაურება მოყვა საზოგადოების და პოლიტიკოსების მხრიდან აუტიზმის ასოციაციის ინიციატივას, როგორ შეიძლება საზოგადოებამ აჩვენოს საჯარო პირებს მათ მიერ დაშვებული შეცდომები და მათი მავნე ზეგავლენა, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა თემის წევრების აქტიურობა მათი უფლებების დაცვის საქმეში - ამ თემებზე საუბრობდა ნინო დარსაველიძე.

XS
SM
MD
LG