Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პირობებში ვარჯიშობს ევროპის ჩემპიონი რუსთავში?

რუსთაველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა, პირველ აპრილს რუმინეთის ქალაქ ტირგუ-ჟიუში გამართულ 22 წლამდელთა ასაკობრივ ჯგუში ოქროს მედალი მოიპოვა. 64-კილოგრამიან წონით კატეგორიაში მან ფინალში თურქი მოკრივე ერდემირ თურგულანი დაამარცხა. მაგრამ სად და რა პირობებში ვარჯიშობს რუსთაველი ევროპის ჩემპიონი? სპორტსმენის თქმით, წვიმის დროს დარბაზშიც წვიმს. ნალექის შემდეგ, მზიან ამინდშიც, დარბაზში მაინც წვეთავს, რადგან წვიმის წყალი სახურავზე ტბასავით დგება. გაცილებით უარესი მდგომარეობაა თოვის დროს. ერთხელ თუ მოთოვა, მერე მთელი ზამთრის განმავლობაში ჭერიდან წყალი ჩამოდის. დარბაზში არც საშხაპეა. დარბაზს არც გათბობა აქვს და არც დენი მიეწოდება.

XS
SM
MD
LG