„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს პრეტენზია აქვთ, რომ სწორედ ისინი არიან ყველაზე პროდასავლური ძალები ქვეყანაში და წინასაარჩევნო დებატებში ცდილობენ ისე წარმოადგინონ საქმე, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „კოალიცია ქართული“ ოცნების გამარჯვების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება ქვეყნის გაცხადებულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. არის თუ არა საგარეო ურთიერთობები საპარლამენტო არჩევნების განმსაზღვრელი და ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? რატომ ზრდის საქართველო სამხედრო ქვედანაყოფს ავღანეთში და მოსალოდნელია თუ არა ლოპოტის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ დათბობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც საპატიო სტუმარი იყო პრაღაში გამართული საერთაშირისო კონფერენციისა „დემოკრატია პოსტსაბჭოთა სივრცეში. 20 წლის შემდეგ“.
ნიკოლოზ ვაშაკიძე: „საქართველო ასეთი ტიპის ოპერაციებს არავითარი პოლიტიკური მინიშნების გამო არ ახორცილებს“
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1