„თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო მუსიკოსი ნიკა კვარაცხელია (Sexy bicycle). ნიკა 15 წელია ესპანეთში ცხოვრობს და იქ ქმნის მუსიკას. გამოშვებული აქვს ორი EP ალბომი. მან ილაპარაკა თავის შემოქმედებაზე, საფესტივალო ცხოვრებასა დაქართულ-ესპანურ მუსიკალურ ბაზარზე.