14 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი Newa, იგივე ანა კუბლაშვილი, რომელიც ძირითადად ტექნოს ჟანრში მუშაობს და აქტიურად უკრავს კლუბებში.
სადებიუტო რელიზი Away From Mind EP 2012 წელს გამოვიდა გერმანულ ლეიბლ Subspiele Records-ზე. ერთი წლის შემდეგ ქართველმა არტისტმა იმავე ლეიბლზე Esko Barbra, Martin Nonstatic და Frank Sebastian-ის რემიქსებთან ერთად თავისი მორიგი ტრეკი, Hedgehog-ი, გამოსცა.
2013 წელს ელექტრონავტების დაჯილდოების ცერემონიალზე მისმა რელიზმა - AC წლის საუკეთესო EP-ის ნომინაციაში გაიმარჯვა. 2016 წელს მისი ტრეკი "Black Eyebrows Are Indifferent" Bassiani Records-ზე ისეთ არტისტებთან ერთად გამოიცა, როგორებიც არიან Abdulla Rashim, Varg და Avi Musaifi.
2017 წელს თბილისში გამართულ Boiler Room-ის მიერ გამართულ წარმოდგენებზე Newa იყო ერთ-ერთი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და მსმენელებს საკუთარი მუსიკა გააცნო.