Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობპროდუქტების ფასი ევროპასა და საქართველოში


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდება და დღეისათვის ბოლო 2 თვის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას. კერძოდ, დღეისათვის ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 51.49 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 49.04 დოლარი/ბარელზე. ივლისის თვეში Brent ტიპის ნავთობის ფასი მერყეობდა 47-51 დოლარის ფარგლებში, ხოლო Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი - 44-49 დოლარის ფარგლებში/ბარელზე. ინფორმაციას იმის თაობაზე, აისახა თუ არა ეს ტენდენცია ევროპისა და საქართველოს საცალო ფასებზე, ისევ სწორედ ნავთბპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია გვაწვდის.

საქართველოს საცალო ქსელში, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი – 2,19 2,30 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი – 2,09-2,18 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი – 1,89-2,07 ლარი; დიზელი – 1,87-1,99 ლარი; ევროდიზელი – 1,89-2,04 ლარი, ხოლო არაბრენდირებულ სადგურებზე 5-10 თეთრით ნაკლებია ლიტრზე.

როგორია ამ ფასების შეფარდება ევროპულ ფასებთან? ევროპის ქვეყნებში საწვავზე ფასების დინამიკა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა და შეადგენს საშუალოდ 1,17 ევროს/ლიტრზე.

ნორვეგიაში სუპერის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი 1,83 ევროა (დაახლოებით, 5,11 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმის ტიპის ბენზინი – 1,62 ევრო (დაახლოებით, 4,53 ლარი), დიზელის საწვავი – 1,59 ევრო (დაახლოებით, 4,44 ლარი); ნიდერლანდებში სუპერის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,69 ევროს (დაახლოებით, 4,72 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინი – 1,62 ევროს (დაახლოებით, 4,53 ლარი), დიზელის საწვავი – 1,27 ევროს (დაახლოებით, 3,55 ლარი); იტალიაში სუპერის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,63 ევროს (დაახლოებით, 4,55 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინი – 1,61 ევროს (დაახლოებით, 4,50 ლარი), დიზელის საწვავი – 1,50 ევროს (დაახლოებით, 4,19 ლარი).

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერის ტიპის ბენზინის ფასი – 0,68 ევრო (დაახლოებით, 1,90 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინი – 0,60 ევრო (დაახლოებით, 1,68 ლარი), დიზელის საწვავი – 0,56 ევრო (დაახლოებით, 1,56 ლარი).

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში – 1 ლიტრი სუპერის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,75 ევროს (დაახლოებით, 2,09 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინის – 0,72 ევროს (დაახლოებით, 2,01 ლარი), დიზელის საწვავის – 0,65 ევროს (დაახლოებით, 1,82 ლარი); აზერბაიჯანში – სუპერის ტიპის ბენზინის ფასია 0,62 ევრო (დაახლოებით, 1,73 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინის – 0,59 ევრო (დაახლოებით, 1,65 ლარი); დიზელის საწვავის – 0,31 ევრო (დაახლოებით, 0,87 ლარი); უკრაინაში სუპერის ტიპის ბენზინის ფასია 0,86 ევრო (დაახლოებით, 2,40 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინის – 0,82 ევრო (დაახლოებით, 2,29 ლარი), დიზელის საწვავის – 0,74 ევრო (დაახლოებით, 2,07 ლარი); მოლდავეთში – სუპერის ტიპის ბენზინის ფასი – 0,81 ევრო (დაახლოებით, 2,26 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინის – 0,78 ევრო (დაახლოებით, 2,18 ლარი), დიზელის საწვავის – 0,67 ევრო (დაახლოებით, 1,87 ლარი).

ნავთობპროდუქტის იმპორტიორთა ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ საქართველოს საცალო ქსელში, იმის გათვალისწინებით, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურია და, ასევე, საერთაშორისო ფასები Platt’s-ის მიხედვით მკვეთრად არ იცვლება, უახლოეს პერიოდში საწვავის ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს და, წესით, არ უნდა გაიზარდოს.

XS
SM
MD
LG