საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 21 მარტს თბილისში დანიშნული აქციის გამო, რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ყოფილმა მმართველი პარტიამ ამ შაბათს დაგეგმილი აქციის შესახებ თითქმის ერთი თვით ადრე, 28 თებერვალს გამოაცხადა და მხარდამჭერების მობილიზაცია დაიწყო. დედაქალაქში დაგეგმილი აქციისადმი რეგიონების ამომრჩეველს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს.