10 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არქიტექტორი, ინტერნეტჟურნალ idaaf.com-ის დამფუძნებელი და რედაქტორი, ნანუკა ზაალიშვილი. ჟურნალი, რომლის მიზანიც არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მომუშავე სპეციალისტების აღმოჩენა და მიმდინარე არქიტექტურული პროცესების გაშუქებაა, უკვე რამდენიმე წელია არსებობს.
საქართველოში საბჭოთა პერიოდის გაჩერებების გადაღება და კვლევა ჟურნალის ახალი ქვეპროექტია, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახორციელებს ცნობილი გამოცემის, "საბჭოთა პერიოდის ავტობუსის გაჩერების" შთაგონებით.
რა არქიტექტურული ღირებულება აქვთ ძველ და თითქმის უფუნქციოდ დარჩენილ გაჩერებებს, როგორ შეიძლება საინტერესო ფუნქციური შენობების შექმნა დიდ ქალაქებსა და პერიფერიებში, არის თუ არა სტილური განსხვავება რეგიონების მიხედვით - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.