მუზეუმი წიგნებისთვის
ნოემბერში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება წიგნის მუზეუმი. იქ გამოიფინება ბიბლიოთეკის ფონდში დაცული საგანძური, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო ფართო საზოგადოებისთვის. მუზეუმში მოეწყობა როგორც მუდმივმოქმედი, ისე თემატური გამოფენები. დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, იხილოს პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი – ქართულ-იტალიური ლექსიკონი, დასტამბული რომში 1629 წელს; არჩილ მეფის მიერ მოსკოვში გამოცემული „დავითნი“, რომლის ტირაჟიდან სამი-ოთხი ეგზემპლარიღაა შემორჩენილი; ვახტანგ VI-ის სტამბის გამოცემები: 1712 წელს დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“, 1709 წლის სახარება და სხვა.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან