Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამთა მიქელაძე


7 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამთა მიქელაძე, "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ადამიანის უფლებების იურისტი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა გასული შაბათ-კვირის ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე - პატრიარქისთვის პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭების იდეაზე. 5 დეკემბერს, მსჯავრდებულთა მონაწილეობით გამართული სპექტაკლის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა - "ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან. პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. და, ალბათ, დააყენებს ამ საკითხს". საქართველოს პრემიერ-მინისტრი შაბათსვე გამოეხმაურა პატრიარქის ნათქვამს და მიმართა პრეზიდენტსა და პარლამენტს საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით. 6 დეკემბერს გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს განმარტება: " წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა". თამთა მიქელაძემ მიმდინარე პროცესისა და დისკუსიის ფონზე "დილის საუბრების" ეთერში განმარტა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპების დაცვის მნიშვნელობა და ისიც, თუ რა ზიანი მოაქვს ეკლესიისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც ამ პრინციპების უგულებელყოფას.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG