14 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თეატრთმცოდნე, დრამატურგი ლილე შენგელია. 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. სტუმართან ერთად ვისაუბრეთ ქართული თეატრის თანამედროვე რეალობაზე, რა მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, რამდენად არის მაყურებელი ჩართული თეატრალურ ცხოვრებაში, საიდან იწყება თეატრის სიყვარული და რამდენად თამამები არიან ქართველი დრამატურგები.