დღევანდელი ჩართვის სტუმარი იყო თვითნასწავლი მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილი.
ლევანი 15 წლიდან სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ქმნის ქანდაკებებს, რომლებიც ახლა ქალაქის ქუჩებში გხვდებათ. სხვა ნამუშევრებთან ერთად, განსაკუთრებით ცნობილია რუსთაველის გამზირზე ლევანის შექმნილი პატარა ქანდაკებები.
21-23 ოქტომბერს პარიზში, ლუვრის მუზეუმში გაიმართა არტ-ბაზრობა „LE CARROUSEL DU LOUVRE“, სადაც, რამდენიმე ქართველ მხატვართან ერთად, ლევანის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი.
როგორ მოხვდა პარიზის გამოფენაზე და როგორ გახადა თავისი შემოქმედება მოთხოვნადი – ამ თემაზე „თავისუფლების დილის“ სტუმარი ლევან ბუჯიაშვილი გვესაუბრა.