ქეთი ლობჟანიძის და ნინო ჩიტაძის სტარტ-აპი “მიდი”, სიტყვებით და ჟარგონებით აერთიანებს სხვადასხვა პროდუქტს.
"მიდის" ისტორია ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ორმა მეგობარმა ე.წ. ფლიმარკეტისთვის, ძველმანების ბაზრობისთვის, სახლის პრინტერზე დაბეჭდეს სტიკერები იმ ფრაზებით, რომლებიც ხშირად ესმოდათ ნაცნობებისგან ან იყენებდნენ მეგობრებთან საუბრისას. "კაი ტიპი", "რას შვრები", "რა ვიცი შენ", "ოღონდ მართლა" და ა.შ. სტიკერებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრმა შეიძინა და ბევრმა თავისი სიტყვები და ფრაზები შესთავაზა მეგობრებს.
სიტყვებმა სტიკერებიდან ნელ-ნელა სხვადასხვა ნივთზე გადაინაცვლა. დღეს, "მიდის" დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, ის ერთი და იმავე ფრაზებით აწარმოებს სანთებელებს, ჩანთებს, მაისურებს, საძილე სათვალეებს და რაც უფრო მეტ ნივთზე გადააქვთ ქეთის და ნინოს სიტყვები, ხვდებიან, რომ კონტექსტი, რომელსაც ეს ფრაზები უხდება, შეუზღუდავია.