5 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ნიკოლოზ ნამიჩეიშვილი, რომელმაც დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ დაიწყო საკუთარი ბიზნესი - ნახევრად ხუმრობით შექმნა ბრენდი „მეობა“, რომელიც პირველ ქართულ ეროვნულ კოქტეილს აწარმოებს.
კოქტეილი თბილისელებმა პირველად „დედაენის“ პარკში გამართულ ე.წ. „ფლი მარკეტზე“, ძველმანების ბაზრობაზე დააგემოვნეს. აქვე იყიდებოდა მაისურები და სტიკერები წარწერით „მეობა“.
დღეს ნიკოლოზ ნამიჩეიშვილი უკვე ბარის გახსნას გეგმავს, ბოლო წელიწად-ნახევარში მიღებულ მოგებაზე საუბრობს და წარმატების საკუთარ საიდუმლოსაც გაგვიმხელს.