7 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ კინორეჟისორი ლია ჯაყელი და მარიამ ქაჯაია, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინიციატივით, 7-დან 11 მარტის ჩათვლით, თბილისში, კინოთეატრ ამირანში, გაიმართება ფემინისტური ფილმების ფესტივალი, "როზადან სიმონამდე", რომელიც საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების ყოფით პრობლემებს დაეთმობა. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ლია ჯაყელის დოკუმენტური ფილმები, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფის ქალების პრობლემებს და რეალობას ასახავს. რა ცვლილებების მოტანა შეუძლია ხელოვნებას ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან ყველაზე ხშირად საქართველოში მცხოვრები ქალები, რა მექანიზმები არსებობს მათი დაცვისთვის და როგორ მუშაობენ სათემო ორგანიზაციები მოწყვლად ჯგუფებთან - ამ თემებზე გვექნება საუბარი სტუმრებთან.