Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ წიკლაური


2 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო პოეტი მარიამ წიკლაური. მისი ინიციატივით წლებია მიმდინარეობს მუშაობა ქართველი პოეტი ქალების ანთოლოგიის შექმნაზე, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე საყურადღებო ლექსებს ერთ გამოცემაში გააერთიანებს. 3 მარტს გაიმართება კრებულის პრეზენტაცია, რომელიც მარიამის ძალისხმევით და მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით გამოიცემა. კრებული, რომელიც 20-ზე მეტი ავტორის ორიგინალ და ნათარგმნ ლექსებს გააერთიანებს, ორენოვანი იქნება (ქართულ ინგლისური) და არაკომერციული მიზნებით გამოიცემა. ყველა ეგზემპლარი სასაჩუქრედ არის განკუთვნილი და უცხოურ გამომცემლობებს, საქართველოში მომუშავე კულტურის ატაშეებსა და ლიტერატურულ აგენტებს გადაეცემათ. ეს არის ერთგვარი მცდელობა, საზღვრებს გარეთ გავიდეს ქართული ლექსი და პოეზიის მოყვარულებს სხვადასხვა ქვეყანაში შეეძლოთ გაიცნონ თანამედროვე ქართულ პოეზიაში მიმდინარე პროცესები.

XS
SM
MD
LG