მაკკეინი: რუსეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“
მე ვფიქრობ, იგი უპირველესი და უმთავრესი საფრთხეა. უფრო დიდი, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“. ჩემი აზრით, „ისლამურ სახელმწიფოს“ საშინელებების გაკეთება შეუძლია და მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რაც მოსდის მუსლიმურ სარწმუნოებას, ძალიან შეშფოთებული ვარ ამის თაობაზე. მაგრამ რუსები ანგრევენ დემოკრატიის საფუძვლებს - და ესაა ამერიკაში არჩევნების შედეგების შეცვლა. ჩემი აზრით, რუსები ჩვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენენ. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ნოემბრის არჩევნების საპასუხოდ, რათა პასუხი გაგვეცა ვლადიმირ პუტინის მცდელობისთვის, შეეცვალა ჩვენი არჩევნების შედეგი. ყოჩაღ, ვლადიმირ! ჩვენ ამისთვის არავითარი პასუხი არ გაგვიცია. ამიტომ უნდა გავზარდოთ სანქციები და, იმედი მაქვს, როცა არდადეგებიდან დავბრუნდებით, სენატი იზრუნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე და ახალ ჯარიმებს დააწესებს რუსეთის ქცევისთვის.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს