30 ნოემბერს მმართველ კომპანიასა და მფლობელებს შორის დაპირისპირების გამო რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია „მაესტრომ“. მმართველი კომპანიის ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის შენობაში თანმხლებ პირებთან ერთად ღობეზე გადასვლით შეაღწია. მოგვიანებით გამოძახებულმა პატრულმა შენობის შესასვლელი ჩაკეტა, თუმცა ტელევიზიის დამფუძნებელმა და რამდენიმე ჟურნალისტმა შენობაში შესვლა და ეთერში გასვლა მაინც მოახერხეს. რა ხდება ტელეკომპანიაში და რას ვერ იყოფენ „მაესტროს“ დამფუძნებლები და მმართველი კომპანიის წარმომადგენლები?
30 ნოემბერს, დილის რვა საათზე, ტელეკომპანიაში მისულმა ეროსი კიწმარიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ტელევიზიის გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე და ერთ-ერთი პროდიუსერი, მამუკა ღლონტი, რომელიც, იმავდროულად, ტელევიზიის დამფუძნებელი და 15 პროცენტიანი წილის მფლობელიცაა. ეროსი კიწმარიშვილი კომპანია „მაესტროს“ 2009 წლის ნოემბრიდან სამწლიანი კონტრაქტის საფუძველზე მართავს.
ეროსი კიწმარიშვილი: „ჩემი ყველაფერი! რაც აქ ხდებოდა და ამ წუთში ხდება, ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელი. დღეს რაც ხდება, ეს არის საბოტაჟი. 4,5 მილიონი დოლარი მაქვს მოზიდული, დღეს კი ვიღებ „მაესტროს“ დამფუძნებლებისგან გაუგებარ პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ არ ვარ უფლებამოსილი პირი ტელევიზიასთან ურთიერთობაში.“
ეროსი კიწმარიშვილმა ჟურნალისტებისათვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოხსნა და რომ არ აპირებს მაუწყებლობის შეწყვეტასა და ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლას, თუმცა ტელევიზიაში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რატომღაც ალაყაფის კარი ჩაკეტეს და ტელევიზიის შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს როგორც ჟურნალისტებს, ასევე დამფუძნებელ მამუკა ღლონტს, რომელიც პოლიციის ოფიცრისგან დაჟინებით მოითხოვდა ღობეზე გადასვლის ნებართვას:
„ეროსი თუ ღობეზე გადახტა და არ დაიჭირეთ, მეც მაქვს იგივეს გაკეთების უფლება. ის იმყოფება ჩემს საკუთრებაში! კიწმარიშვილს თურმე არ აპატიმრებენ, იმიტომ რომ, პატრულის გადაწყვეტილებით, ის მისსავე საკუთრებაში იმყოფება! ეს არის პატრული, რომელიც არ უსმენს გენერალურ დირექტორს, არ უსმენს დამფუძნებელს და უსმენს მარტო ეროსი კიწმარიშვილს. აქ ტარდება ოპერაცია ‘იმედი-2’.“
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის მოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
„საპატრულო პოლიციის ადგილზე ყოფნის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ის, რომ მხარეებს შორის არ მოხდეს კონფლიქტი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტუაციის დაძაბვა.“
„მაესტროში“ შექმნილი ვითარების გამო პროტესტი გამოთქვეს ტელეკომპანიის თანამშრომლებმა, რომელთა სახელითაც განცხადება საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ გააკეთა:
„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმ ფორმას, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა „მაესტროს“ მიმართ განახორციელა. იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ისევე, როგორც დღემდე გვიმუშავია, მიგვაჩნია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავის თანმხლებ პირებთან ერთად უნდა დატოვოს ტელევიზიის შენობა და მოგვეცეს მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება.“
ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა „მაესტროს“ დამფუძნებელთა ადვოკატმაც. დიმიტრი გაბუნიამ თქვა, რომ სხვის საკუთრებაში შეჭრის გამო ეროსი კიწმარიშვილს პროკურატურაში უჩივლებს. გაბუნიას თქმითვე, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი კიწმარიშვილს არ აძლევდა ტელეკომპანიის თანამშრომლების - მათ შორის, გენერალური დირექტორის - სამსახურიდან გათავისუფლების უფლებას:
„ეს არის ისეთივე ნონსენსი, როგორც სხვის კომპანიაში რომ გაათავისუფლო ადამიანი. შესაბამისად, ეს არის უკანონობა. როგორც ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის წარმომადგენელმა, მინდა გავაკეთო განცხადება ინვესტიციაზე, რომლის 75 პროცენტი არის პარტნიორების, კერძოდ, მაკა ასათიანის მიერ მოზიდული. ასე რომ, ეროსი კიწმარიშვილს არაფერი აქვს გადახდილი „მაესტროს“ განვითარებაში.“
დიმიტრი გაბუნიას თქმით, 30 ნოემბრიდან გაუქმებულია კონტრაქტი, რომელიც „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და ეროსი კიწმარიშვილს ერთმანეთთან აკავშირებდა, თუმცა ყველა ამ განცხადების პასუხად ეროსი კიწმარიშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანიაში კანონის სრული დაცვით იმყოფება და რომ მამუკა ღლონტს კონტრაქტის გაუქმების არანაირი საფუძველი არა აქვს.
ეროსი კიწმარიშვილის მტკიცებით, „მაესტროში“ შექმნილი კონფლიქტი არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანიის შეძენის სურვილი გამოთქვა. ივანიშვილის ფაქტორზე ლაპარაკი უჭირს ბიზნესმენის ადვოკატ ეკა ბესელიასაც. რაც შეეხება ტელეკომპანიის თანამშრომლების დამოკიდებულებას, შალვა რამიშვილი იმედოვნებს, რომ კონფლიქტი მალე ამოიწურება და ტელევიზიის თანამშრომლები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.
დღის ბოლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობის ფოიეში იმყოფებოდნენ ეროსი კიწმარიშვილი და მისი მომხრეები, იქვე იყო „მაესტროს“ ჟურნალისტების ნაწილი, მეორე სართულზე კი, სადაც სტუდია და ნიუსრუმია, - ტელეკომპანიის თანადამფუძნებელი მამუკა ღლონტი და ტელეკომპანიის რამდენიმე ჟურნალისტი.