Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

13:24 1.10.2012
ქუთაისში N127 საარჩევნო უბანზე ვიდეოგადაღებას აწარმოებენ მოძრაობის - "გადაარჩინე სიცოცხლე" - წარმომადგენლები. როგორც თავად აცხადებენ, პროცესს შემაჯამებელი ოქმების გაფორმების ჩათვლით გადაიღებენ. ამ დროისთვის ქუთაისში ამომრჩეველთა თითქმის 30%-მა მისცა ხმა. საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ამომრჩეველთა რიგები. - გვატყობინებს ქუთაისიდან თათა კაჭკაჭიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
13:26 1.10.2012
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ახლახან დასრულდა პირველი საინფორმაციო ბრიფინგი. კომისიის პრესპიკერმა ნესტან ნაკაშიძემ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 13:00-14:00 საათისთვის ბათუმში ამომრჩეველთა 25%-მა მისცა ხმა, ქობულეთში ასევე მაღალია ამორჩეველთა აქტივობა - 23%, შუახევში - 21,5, ხელვაჩაურში - 23%, ხულოში 21,4%-მა დააფიქსირა თავისი არჩევანი, ხოლო ქედაში - 25%-მა. როგორც კომისიის პრესპიკერმა განაცხადა, ამ დრომდე კომისაში დარღვევის შესახებ სარჩელი არ შესულა. - გვატყობინებს ბათუმიდან ნატა იმედაიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
13:31 1.10.2012
პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში მოწყობილ 42-ე საარჩევნო უბანში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. ამ დროისთვის ხმა მისცა რეგისტრიტრებული 240 ამომორჩევლიდან 24-მა.
13:31 1.10.2012
ქალაქ ქუთაისის N59 ოლქის N119 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კოალიცია ”ქართული ოცნებისა” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. კოალიციის მომხრეთა განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები კარუსელის დატრიალებას გეგმავდნენ. - გვატყობინებს ქუთაისიდან თათა კაჭკაჭიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG