12:10
1.10.2012
ამ დრომდე ბათუმში ”მასთ ქერის” პრინციპი კვლავ მოქმედებს, თუმცა საკაბელოებს, კანონის თანახმად, ყველა სატელევიზიო არხის პროდუქციის მაყურებლამდე მიტანა არჩევნებამდე ევალებოდათ. ბათუმის ყველაზე მასშტაბური საკაბელო ტელევიზიის "TV-ერას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გია მეტრეველი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ თავისი აუდიტორიის ინტერესების შესწავლის შემდეგ გამოიტანს. - გვატყობინებს ბათუმიდან ნატა იმედაიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
12:15
1.10.2012
თბილისში საბურთალოს N83 უბანზე მისულმა ამომრჩეველმა განაცხადა რომ, საარჩევნო კონვერტს უნდა ერტყას ბეჭედი - მან ამის შესახებ სამჯერ მოისმინა ტელევიზიით - ცესკოს წარმომადგენლები კი მას საწინააღმდეგოს უმტკიცებენ და ეუბნებიან, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა. - გვატყობინებს თბილისიდან ნინო აბდალაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
12:18
1.10.2012
ხაშურის რაიონის N46 საარჩევნო უბანზე მოხდა დაპირისპირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია "ქართული ოცნების" დამკვირვებლებს შორის. - გვატყობინებს ხაშურიდან მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
12:22
1.10.2012
თბილისში სამგორის რაიონის N94 საარჩევნო უბანზე სიაში დაფიქსირებული არ აღმოჩნდა მოქალაქე ლეილა ჯავახია, რომელსაც ოქმი არ შეავსებინეს. - გვატყობინებს თამარ პაპიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).