11:08
1.10.2012
თბილისში მთაწმინდის N16 საარჩევნო უბანზე დაბალი აქტივობაა. ხმის მიცემა დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. - გვატყობინებს თბილისიდან სოფო ვასაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
11:11
1.10.2012
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, აჭარაში 08:00 საათისთვის ყველა უბანი იყო გახსნილი. ამ დროისათვის ბათუმის საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რიგებია. საიას განცხადებით, ბათუმის საარჩევნო უბნებში ბიულეტენების ნაკლებობაა.მაგალითად, N30 უბანზე საჭიროზე 476 ბიულეტენით ნაკლებია, ამ უბანზე 1 469 ამომრჩეველი აძლევს ხმას. - გვატყობინებს ბათუმიდან ნატა იმედაიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
11:19
1.10.2012
გორის რაიონის სოფელ ვარიანის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა აქტიურად მიმდინარეობს. - გვატყობინებს სოფელ ვარიანიდან ქეთევან ქებაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
11:21
1.10.2012
ქალაქ რუსთავში N54 და N55 საარჩევნო უბნებზე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები იმყოფებიან სიებით და აცხადებენ, რომ დავალებული აქვთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დილიდანვე შეკრება და მათი არჩევნებზე მაქსიმალურად ადრე მიყვანა. - გვატყობინებს რუსთავიდან მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).