19:21
1.10.2012
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 58 700-მა ამომრჩეველმა. ამ დროისათვის კომისიაში შესულია ექვსი საჩივარი, იტყობინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
19:20
1.10.2012
17 საათის მონაცემებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი გააკეთა 12 004-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 63,82%-ს შეადგენს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, უბნებში რაიმე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ჯერჯერობით ყველა საარჩევნო უბანზე სიმშვიდეა. ლანჩხუთში 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 63% შეადგენს. 17 საათისთვის ლანჩხუთის საარჩევნო უბნებზე 18 973 ამომრჩეველი მივიდა (63%), იუწყება გიორგი სირაძე.
19:08
1.10.2012
18:45 საათისთვის, საბურთალოს მესამე ოლქის N20 საარჩევნო უბანზე, ხმა მისცა 947-მა ამომრჩეველმა - ცესკო-ს თანამშრომელზე, დავით ფერაძეზე დაყრდნობით, იუწყება ანი ჩორგოლაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
19:07
1.10.2012
თბილისში, დიღმის მასივის N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის" წევრებმა უბანი დატოვეს, იუწყება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).