19:01
1.10.2012
თბილისში, საბურთალოს N36 საარჩევნო უბანზე, ამ დროისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა ძალიან მცირეა, საარჩევნო დღემ მშვიდად ჩაიარა, იტყობინება გიო ზედგენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:56
1.10.2012
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, N26 საარჩევნო უბანთან მანქანაში მჯდომი ქალი, იწერს ნომრებსა და გვარებს, რომელსაც მას კარნახობენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ისინი ამომრჩევლებს ეკითხებიან, თუ ვის მისცეს ხმა, იუწყება ირაკლი არეშიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:54
1.10.2012
ხაშურის რაიონის N46 საარჩევნო უბანზე მოქალაქეები თავიანთ თავს ვერ პოულობენ სიებში. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ სიებში მათი გარდაცვლილი ნათესავების სახელები ამოიკითხეს, გვატყობინებს მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა)
18:52
1.10.2012
საქართველოს სპორტსმენთა კავშირის წამომადგენლის, დამკვირვებელ დავით ბოკუჩავას განცხადებით, საბურთალოს მესამე ოლქის N66 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა 900-მდე ამომრჩეველმა. მისივე თქმით, დარღვევები არ აღინიშნება, იუწყება ანი ჩორგოლაშვილი
(რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
(რადიო თავისუფლების მედიასკოლა).