18:39
1.10.2012
გორში N32 ოლქის N13 საარჩევნო უბანში ერთ-ერთ ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება. ამომრჩეველი ამას მხოლოდ ხმის მიცემის შემდეგ მიხვდა. - გვატყობინებს მარიამ ახალკაცი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:35
1.10.2012
თბილისში, საბურთალოს N68 უბანზე ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მისცა ხმა, რიგები შემცირდა და ამ წუთებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა შეინიშნება. - იტყობინება სოფო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:35
1.10.2012
N 27 წყრუთის საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი ჟუჟუნაძემ განაცხადა, აღნიშნული დარღვევა წილისყრამდე და კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებამდე მოხდა. როგორც N 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაწერილია, რისი განხილვაც მოხდება. - იტყობინება მაია იველაშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
18:24
1.10.2012
ჩუღურეთის რაიონის N16 საარჩევნო უბანზე ამჟამად სიმშვიდეა, დაფიქსირებულია 915 ხმა, მოქალაქეების რაოდენობამ შედარებით იკლო. - გვატყობინებს ქეთევან ქებაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).