17:54
1.10.2012
17:49
1.10.2012
რუსთავის N10 და N12 საარჩევნო უბნებზე მიტანილია ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენი. საოლქო კომისიის თავმჯდომარე იოსებ შველიძე ამბობს, რომ ეს ხდება კაციტაძის კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიაში შეტანილი ცვლილებების გამო. "ბიულეტენი არ მიდის იმ ადამიანების სახელზე, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, ჯარში, ციხეში ან საავადმყოფოში." შველიძე თითქმის გამორიცხავს ფაქტს, რომ რომელიმე საარჩევნო უბანზე ბიულეტენი დააკლდეთ. "თუ ასეთი რამ მოხდა და ბიულეტენები დაგვაკლდა, საარჩევნო უბანს დახურულად გამოვაცხადებთ." - იტყობინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:48
1.10.2012
ქუთაისში, სამკერდე ნიშნის უქონლობის გამო, საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს კოალიცია "ქართული ოცნების" დამკვირვებლები: მარეხ ნიჟარაძე, დარეჯან წერეთელი და თინათინ მერკვილაძე. - იტყობინება ნატა ავალიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:47
1.10.2012
ჩუღურეთის რაიონის N16 საარჩევნო უბანზე მთვრალმა ამომრჩეველმა ბიულეტენი დახია და ერთ-ერთ კომისიის წევრს ეჩხუბა. უბანზე ამ დროისთვის დაფიქსირებულია 824 ხმა. - იტყობინება ქეთევან ქებაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).