Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

12:10 1.10.2012
ამ დრომდე ბათუმში ”მასთ ქერის” პრინციპი კვლავ მოქმედებს, თუმცა საკაბელოებს, კანონის თანახმად, ყველა სატელევიზიო არხის პროდუქციის მაყურებლამდე მიტანა არჩევნებამდე ევალებოდათ. ბათუმის ყველაზე მასშტაბური საკაბელო ტელევიზიის "TV-ერას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გია მეტრეველი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ თავისი აუდიტორიის ინტერესების შესწავლის შემდეგ გამოიტანს. - გვატყობინებს ბათუმიდან ნატა იმედაიშვილი (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
11:59 1.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრს აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესტუმრა და ცენტრის მუშაობის პრინციპს გაეცნო. - გვატყობინებს თბილისიდან ბექა წიქარიშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
11:57 1.10.2012
თბილისში დადიანის ქუჩაზე N1 საარჩევნო უბანი ბაგა-ბაღის მეორე სართულზე მდებარეობს. ამომრჩეველთა თქმით, მაღალი კიბე პრობლემას უქმნის ხანშიშესულ ამომრჩევლებს. ამ დროისთვის ხმა მისცა დაახლოებით 250-მა ადამიანმა, ამ უბანზე არჩევანი გააკეთა ვახტანგ ხმალაძემ. - გვატყობინებს თბილისიდან იანა ისრაელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
11:32 1.10.2012
ხაშურის N2 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის დარღვევა არ დაფიქსირებულა, უბანზე ამომრჩეველთა სიმრავლეა. - გვატყობინებს ხაშურიდან მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG