ვაშინგტონის მარშის მხარდასაჭერად მსოფლიოს მთელ რიგ ქალაქებში იმართება მსგავსი აქციები, მათ შორის, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში.
ვაშინგტონში ათიათასობით ქალის (სავარაუდოდ 200 000) ჩასვლა ლოგისტიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია მგზავრთა გადამყვანი ავტობუსების კომპანიები.
21 იანვარს ვაშინგტონში ქალთა მასშტაბური მსვლელობა - "ქალთა მარში" - იმართება. აშშ-ის დედაქალაქში ათიათასობით დემონსტრანტი ჩადის. მარში ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ეწყობა. მსგავსი აქციები იმართება მსოფლიოს მრავალ ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც.
ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტის, კარლ შრეკის ვიდეო.