Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

18:33 27.10.2013
დიდუბის მე-8 ოლქის, N3 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს, ვახტანგ ურუშაძეს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს, რადგან მისი ხმა უკვე გამოყენებული იყო. ვახტანგ ურუშაძე ამტკიცებს, რომ ხელმოწერა მისი არ არის და რომ სხვამ გამოიყენა მისი ბიულეტენი. ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ინციდენტის გარკვევას ცდილობენ. - გვატყობინებს თამთა ყიფიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:41 27.10.2013
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ.
18:52 27.10.2013
18:45 საათის მონაცემებით, რუსთავის N2 საარჩევნო უბანზე 900 ამომრჩევლიდან 481-მა დააფიქსირა თვისი არჩევანი. - გვატყობინებს თიკა გეგენავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:56 27.10.2013
ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკუთარ რჩეულებს ხმას აძლევენ პრაღაში, ბუბენეჩის რაიონში მოწყობილ 55-ე საარჩევნო უბანში. 213 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან ადგილობრივი დროით 15 საათისთვის (თბილისის დროით 18:00) კენჭისყრაში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა 51-ს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG