16:40
27.10.2013
”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ჭიკაანის N14 უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
16:45
27.10.2013
ჭიკაანის N14 საარჩევნო უბანზე ჟურნალისტის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.
16:50
27.10.2013
"წამება დასრულდა" - ამ და სხვა მსგავსი წარწერებით პლაკატებზე, ყვირილითა და ავტომობილების სიგნალებით აპროტესტებს ხალხი მიხეილ სააკაშვილის მისვლას N19 საარჩევნო უბანზე. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს, უბანზე მყოფთა განცხადებით, ისინი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლებენ, - გვატყობინებს მარი ძაგოევი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:59
27.10.2013
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პრესკონფერენცია