13:39
27.10.2013
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი N19 საარჩევნო უბანზე 13:00 საათის ნაცვლად 15:00 საათზე მივა. - გვატყობინებს ელისაბედ გაზდელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
13:45
27.10.2013
N8 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და არაადეკვატური ქცევის გამო დამკვირვებლებმა პატრული გამოიძახეს. ამ წუთებში პატრული უბანზე სიტუაციის განეიტრალებას ცდილობს. - გვატყობინებს გვანცა ნემსაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
13:47
27.10.2013
პირდაპირი ჩართვა მედიაცენტრიდან. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადება.
14:12
27.10.2013
გორის N7 საარჩევნო უბანზე 14:00 საათის მონაცემებით 333-მა ადამიანმა მისცა ხმა. ”ჩვენი უბნის 30-მა პროცენტმა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა." - აცხადებენ ცესკოს წარმომადგენლები. - გვატყობინებს გურანდა ძამელაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).