დავით აღმაშენებლის გამზირი 5 წუთის განმავლობაში პოლიციამ გადაკეტა, რადგან კინოგადაღება მიმდინარეობდა. გზა მალევე გაიხსნა და N40 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. - გვატყობინებს საბა კოხრეიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
12:0427.10.2013
12:2027.10.2013
12:3327.10.2013
12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 17,15 % შეადგინა. საქართველოს ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ ათენში, სადაც ყველაზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეები ხმას ვერ აძლევენ და ამან პროტესტი გამოიწვია. აზარაშვილის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მყოფი, რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების რაოდენობა 3 979-ია და ეს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კანონის თანახმად ვერ მიიღებენ.