გორის N32 საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდად დაიწყო. დილით რამდენიმე პროცედურული ხარვეზი დაფიქსირდა, რაც მოგვიანებით გასწორდა. მაგალითად, N100 საარჩევნო უბანში კომისიამ ბიულეტენების თავფურცელი დაკარგა. კომისიის თავმჯდომარემ ლიანა ბორცვაძემ "ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი მიიღო და ამის შემდეგ არჩევნები გაგრძელდა. - გვატყობინებს გოგა აფციაური, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გორში.
დილიდან მაღალი აქტივობა იყო კარალეთის დევნილთა დასახლებაში, N100 საარჩევნო უბანზე. ამომრჩევლები რიგში იდგნენ, უბნიდან გამოსული იძულებით გადაადგილებული პირები ნელი რომელაშვილი და ვენარა ჭოველიძე კი აცხადებდნენ, რომ ხმა მისცეს საკუთარ სოფლებში დაბრუნებას და კეთილდღეობას. - გვატყობინებს გოგა აფციაური, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გორში.
15:5227.10.2013
ფოტოგალერეა: საქართველოს მოსახლეობა მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს