11:35
27.10.2013
თბილისში, N2 საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლები ნინო ბურჯანაძეს ელოდებიან. - გვატყობინებს მარიანა ბაბაიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
11:33
27.10.2013
11:25
27.10.2013
ზესტაფონში, N42 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი გიორგი თელია ყვირილითა და ჩხუბით შევიდა. სიტუაცია უბნის დამკვირვებლებმა გაანეიტრალეს. ამ ეტაპზე უბანზე სიმშვიდეა. - გვატყობინებს ქრისტინე ჯაგიევი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
11:23
27.10.2013
N6 უბნის დამკვირვებელი დავით კეთილაძე აცხადებს, რომ ”საარჩევნო უბანზე აქტივობა ჯერჯერობით დაბალია, თუმცა დრო ჯერ კიდევ ბევრია. დარღვევები არ დაფიქსირებულა." - გვატყობინებს თამთა ყიფიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).