Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცხრე რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო ამბიციის შესახებ გამოაცხადა


სენატორი ლინდსი გრამი
სენატორი ლინდსი გრამი

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატს წარმოადგენს, ამერიკის საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო. ის ამერიკის სამხედრო ინტერვენციის აქტიური მხარდამჭერია უცხოეთში მიმდინარე კონფლიქტებში. დღეს ის მეცხრე რესპუბლიკელი პოლიტიკოსი და მეოთხე სენატორი გახდა, რომელმაც საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ გამოაცხადა.

გრემმა ნომინაციის შესახებ განცხადება სამხრეთ კაროლინის მშობლიურ ქალაქ სენტრალში გააკეთა, სადაც მხარდამჭერებს უთხრა, რომ პრეზიდენტად გახდომა იმ მტრების დასამარცხებლად უნდა, რომლებსაც ამერიკელთა სიკვდილი სწადიათ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს დასჯერდება რადიკალურ ისლამთან თანაცხოვრებას.

აღსანიშნავია, რომ ლინდსი გრემი სენატორ ჯონ მაკკეინის მოკავშირედ და თანამოაზრედ ითვლება. მაკკეინი 2008 წელს, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო.

XS
SM
MD
LG