11 ნოემბერი, კვირა
ეს ჩემთვის პირველი დასვენების დღეა მას შემდეგ, რაც მინისტრად დავინიშნე, პირველი კვირა დამიდგა, როცა დასვენება შესაძლებელი გახდა. მანამდე იყო სამუშაო დღეები, იყო კოლექტივთან გაცნობა, სამინისტროსთან გაცნობა. თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალ როლში შევედი.
ყველა მეკითხება, როგორია მინისტრის თანამდებობა. ვერ ვგრძნობ, დღემდე არ ვიცი, როგორია, ვინაიდან მე განვაგრძე მუშაობა. უბრალოდ, აქამდე მე ვამბობდი, რა არის გასაკეთებელი, ახლა კი დამიდგა დრო, როცა შემიძლია გავაკეთო ის, რაზეც ვამბობდი, გასაკეთებელია-მეთქი. ამიტომ დიდი განსხვავება არ ყოფილა ჩემი ცხოვრების წესში. ერთადერთი ის არის, რომ დილით ადრე მივდივარ სამსახურში და იქ საკმაოდ გვიან საღამომდე ვრჩები. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ უნდა გავერკვე, ყველა თემა კარგად უნდა იყოს გააზრებული...
მოკლედ, კვირა პირველი დასვენების დღეა და სახლში ვარ. რაღაცნაირად არ მჯერა, რომ შეიძლება მოვდუნდე და ოჯახთან ერთად ვიყო. ორი შვილიშვილი მყავს: სონია და იესო. სონია უკვე გაიზარდა და მასთან შეიძლება პიროვნული ურთიერთობები.
დღიურების შედგენა, დაგეგმვა, დავიწყე მეათე კლასში და იქიდან მოყოლებული დღემდე ყოველთვის დაგეგმილი მაქვს ყველაფერი. მერე დღიურების შედგენის კულტურა ჩამომიყალიბდა და დამიგროვდა ძალიან საინტერესო მასალა ჩემი პირადი ცხოვრებისა. ყველაზე საინტერესოა 92 და 93 - ომის წლები. ეს მართლაც უნიკალური მასალაა. იქ აღწერილი მაქვს ტყვეების გაცვლის დღეები - რომელ ტყვეებს ვცვლიდით, ვინ დაიღუპა... ისეთი რაღაცები მაქვს ჩაწერილი, რომ, როცა ვკითხულობ, ყველაფერი ცოცხლდება, როგორც ფილმში. დღიურების მიმართ, ზოგადად, პიეტეტური დამოკიდებულება მაქვს.
12 ნოემბერი, ორშაბათი
აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ვინმეს აქვს ჩემთან ურთიერთობის სურვილი. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და მოქალაქესთან ურთიერთობა ჩემთვის მოთხოვნილებაც კი იყო. როცა აღმოჩნდა, რომ ბევრ მოქალაქეს უნდა ჩემთან შეხვედრა, გადავწყვიტეთ, ორშაბათი მოქალაქეების მიღების დღედ დაგვედგინა. ნახევარი საათი გამოვყავით და უცებ სიაში უამრავი ადამიანი ჩაეწერა. რაც ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია, გაირკვა, რომ უმრავლესობას სამსახური უნდა. ძალიან ბევრი მართლაც კომპეტენტური, კვალიფიციური ახალგაზრდა მოდის. არა მარტო ახალგაზრდა, არამედ 40 წელს გადაცილებულებიც, ვისაც ენერგიაც აქვს, გამოცდილებაც და ცოდნაც, და სურთ, თავიანთი პროფესია ეფექტიანად გამოიყენონ და, ამავე დროს, ოჯახსაც გამოადგნენ. სამწუხაროდ, პრობლემა ის არის, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი სამსახურში აყვანა, რადგან ჩემი სამინისტრო ყველაზე პატარა სამინისტროა და ვაკანტური ადგილები არ არის.
ძალიან მძიმეა მოქალაქეების მიღება და უარით გასტუმრება. არადა, არ შემიძლია, ერთი ადამიანი გავუშვა სამსახურიდან და სხვა მოვიყვანო; არ შეიძლება, ერთის ბედნიერება სხვის უბედურებაზე დააფუძნო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან, სამინისტროში, უმრავლესობა ძველი ხელისუფლების თანამშრომლები არიან. მაგრამ ისინი მოქალაქეები არიან და, როგორც ვატყობ და ვხედავ მათთან ურთიერთობით, მათ მართლა უნდათ მუშაობა, სამსახური, და ისინი არ არიან ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები - რა დავალებასაც აძლევდნენ, იმ დავალებას ასრულებდნენ. ამიტომ ჩემი თანამშრომლების უმრავლესობა არის კომპეტენტური, კვალიფიციური და მათთან ურთიერთობა სიამოვნებას მგვრის.
13 ნოემბერი, სამშაბათი
ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო რამ, რაც მინისტრობამ მომიტანა, ის არის, რომ მემსახურება მანქანა. ამას არასოდეს ვყოფილვარ მიჩვეული, მანქანა ცხოვრებაში არ მიტარებია - ტარება არ ვიცი. თბილისის ცენტრში გავიზარდე, 51-ე სკოლა დავამთავრე, ფილარმონიასთან. ყველაფერი ახლოს იყო და, ამიტომ, ფეხით სიარული იქცა ჩემი კულტურის ნაწილად; ისევე, როგორც ჩემი ზურგჩანთა, რომელსაც ვერაფრით ვერ ველევი. მაგრამ თან არ ვიცი, რა ვუყო: ზურგჩანთას ახლა პიჯაკზე და ჰალსტუხზე ვერ მოვირგებ. ამიტომ ხელით დამაქვს ჩემი ზურგჩანთა, მაგრამ ისე ვარ მიჩვეული ზურგჩანთაში ჩალაგებული ნივთების განლაგებას, რომ მასზე უარს ვერ ვამბობ. თუმცა, ფაქტია, რომ პირველი შემაშფოთებელი ზარი რაც დაირეკა, ფეხით სიარული აღარ გამომდის. მაინც ვიპოვე გამოსავალი. ყოველთვის დავდიოდი აუზზე. დილაობით აუზზე სიარული და აუზიდან პირდაპირ სამსახურში წასვლა ჩემი ცხოვრების ახალი წესის სასიამოვნო ელემენტია და ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ხელიდან არ ვუშვებ.
სამშაბათს მქონდა სერიოზული შეხვედრა ფილიპ დიმიტროვთან, ევროკავშირის დელეგაციის სხვა წევრებთან, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით. ჩემთვის ეს დიდი პატივია იმიტომ, რომ ევროკავშირი ერთადერთი სტრუქტურაა საქართველოში, რომელიც ჩვენთან დარჩა. არც საქართველო და არც რუსეთი ევროკავშირის წევრები არ არიან. ამიტომ ვერც საქართველოს მთავრობა და ვერც რუსეთის მთავრობა პირდაპირ ვერ ერევიან ევროკავშირის საქმეებში. ეს კარგია იმიტომ, რომ მათ აქვთ საშუალება, პირდაპირ მოგვთხოვონ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, თვითონ ყალიბდებიან შიგნით პროცესუალურად და გვთავაზობენ თავიანთ პოლიტიკას როგორც ქართულ მხარეს, ისე რუსულ მხარეს. ამიტომ ევროკავშირის წარმომადგენელთან ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩვენი მთავრობის პოზიცია ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა სააკაშვილმა არა ერთხელ და ორჯერ გააჟღერა, - და ვეთანხმები პრინციპულად! - რომ ახალ მთავრობასა და ძველ მთავრობას შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები, არსებობს რაღაცები, რაშიც ჩვენ ვართ მემკვიდრეები; და ერთ-ერთი მთავარი პოზიცია არის ევროკავშირთან უცილობელი თანამშრომლობა.
მიგვაჩნია, რომ ევროკავშირს ალტერნატივა არ გააჩნია, ევროკავშირის სახელმწიფოები მკაფიოდ, ცალსახად მისდევენ არაღიარების პოლიტიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ სააკაშვილის დროს არაღიარების პოლიტიკის გარდა ევროკავშირს, სამწუხაროდ, საშუალება არ ჰქონდა, ყოფილიყო მეტად ჩართული აფხაზურსა და ოსურ მხარეებთან მუშაობაში და მათი საქმიანობა ამოიწურებოდა იმით, რომ აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ ისინი იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გარდა, ევროკავშირი სხვა რამეც არის. ეს არის ევროპა, ევროპული ღირებულებები, დემოკრატიული ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები. ამიტომ დღეს გამოვიყენე საშუალება, რომ ბატონი დიმიტროვისთვის შემეტყობინებინა დაბეჯითებით, რომ გარდა არაღიარების პოლიტიკისა (რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მადლობა ამისთვის!), ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირი მეტად ჩაერთოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებთან მუშაობაში, რათა მათ იგრძნონ, რომ ევროკავშირი არ არის მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ევროკავშირი არის კიდევ სხვა რამ და ეს სხვა რამ მათთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის სწორედ ევროპული ღირებულებები. მათ უნდა ნახონ განსხვავება რუსეთის ღირებულებებსა და ევროპის ღირებულებებს შორის, გაიგონ, რას ნიშნავს ინტეგრაცია, რას ნიშნავს ერთიანი ვალუტა, ერთიანი შეიარაღებული ძალები, რას ნიშნავს ნამდვილი, რეალური ევროპული ინტეგრაცია, ნახონ, რა პერსპექტივებს დაკარგავენ, თუ ევროპასთან არ იქნებიან ახლოს...
დარწმუნებული ვარ, ბატონმა დიმიტროვმა ეს ჩვენი პოზიციები მკაფიოდ, ცალსახად გაიზიარა. გარდა ამისა, გვქონდა საუბარი ჟენევის ფორმატზე და ცალსახად და მკაფიოდ დავუდასტურე ასევე მემკვიდრეობით მიღებული აუცილებელი ფორმატი, როგორიც არის ჟენევის დისკუსიების ფორმატი და მომეცა საშუალება, დამედასტურებინა ევროკავშირის წარმომადგენლებისათვის, რომ ახალი მთავრობა მკაფიოდ და ცალსახად მისდევს ჟენევის ფორმატს და მიგვაჩნია, რომ ჟენევის ფორმატი, შესაძლოა, არ იყოს იდეალური და უნიკალური, მაგრამ მაინც არის ყველაზე უფრო ეფექტიანი საშუალება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გარკვეული ფორმატის განსაზღვრისა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ.
დღესვე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბატონ იუსტას პალეცკისთან, ევროპარლამენტის ლიტველ დეპუტატთან. მან მომიყვა, როგორ ახდენდნენ ევროკავშირში თავიანთი საკითხების ლობირებას საქართველოს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი პოზიციების გამოხატვა, ვინაიდან გამახსენდა, როგორი აღტკინებით აიტაცეს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და უკვე ოპოზიციაში მყოფმა საზოგადოებამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ამასწინანდელი რეზოლუცია, სადაც კრიტიკულადაა შეფასებული საქართველოში მიმდინარე პროცესები. უმრავლესობამაც და საზოგადოების დიდმა ნაწილმაც უარყოფითად შეაფასეს ეს კრიტიკული შეფასება, მაგრამ მე ასე არ განვეწყობოდი ამ კრიტიკული შეფასებისადმი. მე გამიხარდა, რომ საქართველოში დადგა ახალი ეპოქა, სადაც ჩვენ არ „ვაწყობთ“ საქმეებს ევროკავშირში, ევროპარლამენტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომ მათ მიიღონ საქართველოსთვის ლამაზად შეფუთული რეზოლუციები, რომ იქიდან წამოვიდეს ისეთი პოზიცია, რაც ჩვენ დაგვაფიქრებს და რომ ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ.
14 ნოემბერი, ოთხშაბათი
შევხვდი ჯეიმი მაკგოლდრიკს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელს. გვქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი და კონკრეტული საუბარი იმ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; უფრო მეტად აფხაზეთში, რადგან სამხრეთ ოსეთში, პრაქტიკულად, ჩაკეტილია ყოველგვარი კონტაქტები. ამ ფონზე აფხაზები უფრო გონივრულად იქცევიან. ისინი ხედავენ, რომ მარტო რუსეთი მათთვის გამოსავალი ვერ იქნება. ამიტომ ისინი არ კეტავენ ადმინისტრაციულ საზღვრებს ქართული მხრიდან და ატარებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის საზოგადოებას გულზე არ ეხატება რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა. მას არც საქართველოს ხელისუფლება ეხატება გულზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენ მოვედით, აშკარად გამოიკვეთა მათი ახალი პოლიტიკა: დუმილი. დუმილი კარგია. აშკარად ჩანს, რომ მათ კარგის თქმა არ შეუძლიათ, ცუდის თქმა კი არ უნდათ, ანუ თქმის საშუალება არ აქვთ. ეს მშვენიერი გარდამავალი პერიოდია, რათა არ მივცეთ აფხაზებს საშუალება, ცუდი ილაპარაკონ ჩვენზე.
ხშირად მეკითხებიან ჟურნალისტები, რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ და, სამწუხაროდ, საჯაროდ ამის თქმა ძნელია ხოლმე. ვერც დღიურებში ვიტყვი. იმიტომ, რომ ჩემი სამინისტრო უნიკალური სამინისტროა საქართველოში და, როგორც ჩანს, ამ ტიპის სამინისტროები ყველგან უნიკალურია მსოფლიოში; იმ თვალსაზრისით, რომ ჩემი სამინისტროს წარმატება არაა დამოკიდებული მხოლოდ შიდა ქართულ კონსენსუსზე, თუგინდ ოპოზიციასთან. ნებისმიერი სხვა მიმართულებით - ჯანდაცვა იქნება, სოციალური საკითხები, ეკონომიკა, არმია თუ უსაფრთხოება - ყველგან უნდა მიაღწიო საერთო ქართულ კონსენსუსს, მათ შორის ოპოზიციასთან, განსხვავებულ აზრთან, უმცირესობებთან. ყველასთან. ერთადერთი გამონაკლისია ჩემი სამინისტრო იმიტომ, რომ ჩემი წარმატება უნდა განხორციელდეს იმ ხალხთან კონსენსუსით, რომელსაც სულაც არ უნდა საქართველო - აფხაზებთან და ოსებთან. შესაბამისად, მე არ შემიძლია ყველაფრის თქმა, არ შემიძლია, მათ ველაპარაკო ტელევიზორით. მე თუ მათ პირდაპირ, უშუალოდ არ ვუთხარი, რის გაკეთებას ვაპირებ, ტელევიზორით მიწოდებული ინფორმაცია უკვე გაფუჭებული ინფორმაციაა.
ორ-სამ კვირაში უკვე დავიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. საზოგადოება მათს შესახებ გაიგებს და მერე უფრო იოლი იქნება საუბარი, ვიდრე ახლა.
15 ნოემბერი, ხუთშაბათი
ეს ის დღეა, როცა გარეთ გასვლის საშუალება მაქვს. დღეს არის ტოლერანტობის დღე, ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩემს სამინისტროს, გარდა კონფლიქტებისა, ეხება ინტეგრაციაც. რეინტეგრაციაში, ჩემთვის ყოვლად მიუღებელი გაგებით (რაც დაიწერა აფხაზებისა და ოსებისათვის, და რაც მათთვისაც მიუღებელია) ჩადებულია ჭეშმარიტების მარცვლებიც. მას შემდეგ, რაც ამ სახელით შეიმოსა ჩემი სამინისტროს ეგიდის ქვეშ გადმოვიდა ეთნიკური უმცირესობების საკითხებიც, რელიგიური უმცირესობების საკითხებიც. მათ აქვთ გარკვეული პრობლემები, რომლებიც სამინისტრომ უნდა შეისწავლოს და მოაგვაროს.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მიცნობენ, როგორც კონფლიქტების სპეციალისტს თუ კონფლიქტოლოგს ჩემთვის უცხო არაა უმცირესობების საკითხები. წლების განმავლობაში ვმუშაობდი პარლამენტში, სხვადასხვა სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორში სწორედ უმცირესობების უფლებების დასაცავად, იმ პირების დასაცავად, ვინც თავს უმცირესობებს მიაკუთვნებს. ამდენად, დღევანდელი დღე მართლაც მნიშვნელოვანია. დაგეგმილია უამრავი სხვადასხვა ღონისძიება.
„თბილისი მერიოტში“ ჩატარდა შეხვედრა რელიგიათაშორის ჯგუფთან, სადაც გაერთიანებულია საქართველოში რეგისტრირებული 12-მდე რელიგიური დაჯგუფება. ჩემდა სამწუხაროდ, დავაფიქსირე, რომ ის პრობლემა, რაც 1992 წელს არსებობდა, ჯერ კიდევ არსებობს და მოუგვარებელია, რაც არ უხდება სახელმწიფოს და ამიტომ მკაფიოდ უნდა გავისიგრძეგანოთ ერთი რამ: საქართველოს მოქალაქეები მართლა თანასწორნი არიან კანონის წინაშე, კონსტიტუციის წინაშე - განურჩევლად მათი სქესისა, წარმოშობისა, ქონებისა, აღმსარებლობისა, ეროვნებისა, რასისა... ესაა რეალობა. თუ ჩვენ ვერ გადავედით ამ ახალ რელსებზე, ვერ გავხდებით მოქალაქეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ეთნიკურობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოსთვის.
16 ნოემბერი, პარასკევი
ჩვეულებრივი სამუშაო დღე. მქონდა კონსულტაციები რამდენიმე სამინისტროსთან, ფირმებთან, რომლებმაც შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოახერხონ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელთა მეშვეობითაც შევძლებთ, იმ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები ჩვენკენ შემოვატრიალოთ. მქონდა შეხვედრები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის შიდა ქართლის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა, რათა ზაფხულში ქართულ სოფლებში მორწყვის საშუალება განახლდეს. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ რაღაც ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგრამ იმედისმომცემი შეხვედრები იყო.
გარდა ამისა, მქონდა საუბრები რელიგიურ საკითხებზე. სწორედ გუშინ, ტოლერანტობის დღეს, მქონდა შეხვედრები რელიგიურ გაერთიანებებთან. მათი წარმომადგენლები მოვიდნენ, შევთანხმდით და გვინდა, რაღაც ნაბიჯები გადავდგათ ისლამური თემის პრობლემების მოსაგვარებლად. აქაც არის პრობლემები და მინდა, კარგად გავერკვე.
კარგად ვიცი, რა ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში. იქიდან მოვდივარ, სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, დღევანდელი ეპისკოპოსების დიდი ნაწილი ჩემი მეგობრები არიან - ერთად ვსწავლობდით... სამწუხაროდ, ძალიან სუსტად ვფლობ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდება საქართველოს ტერიტორიაზე ისლამის სფეროში, მუსულმანურ მოსახლეობაში. ვიწყებ ამ პროცესის კარგად შესწავლას და იმედია, სერიოზულად ჩავუღრმავდები და მივხვდები, რა პრობლემები და საკითხები აწუხებთ.
საღამოს ოჯახთან ერთად გვქონდა გასვლა. ერთად დავსხედით და ერთად მოვილხინეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. თამამად შემიძლია ვთქვა: რომ ჩატარდეს გამოკვლევა თუ კონკურსი, რომელია ყველაზე დიდი ოჯახი თბილისში, რომელიც ნებაყოფლობით ცხოვრობს ერთად, ჩემი ოჯახი, მგონი, ყველაზე დიდი იქნება. 12 სული ვცხოვრობთ ერთად. ბუნებით პატრიარქი არ ვარ, მაგრამ პატრიარქალური ოჯახი შემექმნა ჩემდაუნებურად. ლიბერალი ვარ ღირებულებით, მაგრამ ჩემს ყველა შვილს ჩემთან ცხოვრება უნდა და მე ბედნიერი ვარ ამით. ვცხოვრობთ ვიწროდ, მაგრამ ბედნიერები ვართ! ჩემი გოგო გათხოვდა და სიძე ჩვენთან ცხოვრობს, ჩემი შვილები და შვილიშვილებიც ჩემთან ცხოვრობენ. ძალიან ბედნიერი ვარ ამით! ოჯახზე უფრო ძვირფასი და თბილი არაფერია...
17 ნოემბერი, შაბათი
შედარებით მსუბუქი დღეა. დაგეგმილი მაქვს არაფორმალური შეხვედრები იმ ახლობელ ადამიანებთან, ვისაც შეიძლება შევუთანხმო შეხვედრა შაბათობით.
მქონდა შეხვედრები ახალგორის რაიონთან დაკავშირებით. იმიტომ რომ იქ არის რაღაც პრობლემები. მაქვს სხვა შეხვედრებიც. ამ კვირამ შედარებით მშვიდობით ჩაიარა და, დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება მომავალშიც.