Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის სტაბილურობა და მაკროეკონომიკური მონაცემები


ბოლო თვეების მანძილზე ლარი, მცირედ რყევებს თუ არ ჩავთვლით, ძირითადად დასტაბილურდა და ცურვას საკმაოდ ახლო ნიშნულებს შორის განაგრძობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროცესს გაზაფხულმაც და მისმა შესაბამისმა ტურისტული ნაკადის ზრდამ „დროულად მოუსწრო“, პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია. მაგალითად, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 10 %-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 21.5 %-ით (146 მლნ. აშშ დოლარი).

გადმოწერა

2017 წლის იანვარ-აპრილში 19.3 %-ით (64 მლნ. აშშ დოლარი) გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.
ამას თან ერთვის საქართველოს ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზეც სიტუაციის შედარებითი დასტაბილურება, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი იზრდება. მაგალითად, 2017 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 25 %-ით (43 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი 3.8 %-ით (22.9 მლნ. აშშ დოლარი). საბოლოო ჯამში, მაისში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 20.1 მლნ. აშშ დოლარით.

მიმდინარე წლის მაისში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მედიკამენტების (611 %), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (134%), ეთილის სპირტის (89 %) და მინერალური და მტკნარი წყლების (25 %) ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ხორბლის (289 %), ელექტროენერგიის (129 %), გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების (70 %) და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (13 %) იმპორტი. ზოგადად, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (45 %) 2017 წლის იანვარში აღინიშნა. ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13 %-ით, მარტში 36.4%-ით, ხოლო აპრილში 22.9 %-ით გაიზარდა. თუმცა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კვლავ საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება:

2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 მილიარდ 945 მილიონიაშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15 %-ით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 3 მლნ აშშ დოლარი იყო (29 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 მილიარდ 941 მლნ აშშ დოლარი (11 პროცენტით მეტი). მათივე ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მაისში 1938 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 % შეადგინა.

XS
SM
MD
LG