ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახეთის ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობს „ქართული ოცნების “ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, მეორე ადგილზეა დავით ბაქრაძე, მესამეზე კი ნინო ბურჯანაძე. მიუხედავად იმისა, რომ, საერთო ჯამში, საარჩევნო პროცესი დადებითად ფასდება, საოლქო საარჩევნო კომისიებში კონკრეტულ დარღვევებზე საჩივრებია შესული. ლაგოდეხში, N 22 საარჩევნო უბანზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“ წარმომადგენლებმა უბნის შემაჯამებელ ოქმში დარღვევები აღმოაჩინეს და შედეგების გაბათილების მოთხოვნით კომისიის თავმჯდომარეს, ჰეიდარ ალიევს, საჩივრით მიმართეს. ლაგოდეხის N 15 საოლქო საარჩევნო კომისიამ ყარაჯალის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს და მდივანს, ხელფასის 25 პროცენტის დაკავების სახით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, კომისიის ყველა წევრს განმარტებითი ბარათები დაწერინა და სასტიკი გაფრთხილება მისცა.
“უბნის კომისიის წევრებმა ის შეცდომა დაუშვეს, რომ შემაჯამებელი ოქმის სპეციალური სიის გრაფაში რიცხვი 10-ის მაგივრად ჩაწერეს რიცხვი 13. აღნიშნულ დარღვევას ეფარდება დისციპლინური პასუხისმგებლობა. N 22 ყარაჯალის უბნის კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს ხელფასის 25 პროცენტი დაექვითა.
საოლქო კომისიამ უნდა გამოსცეს სამართლებრივი აქტი და მომჩივანი მხარე უფლებამოსილია ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივროს ან არ გაასაჩივროს არსებული გადაწყვეტილება”, ამბობს ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ივანე ზურიკაშვილი.
"ღირსეული გამარჯვება" - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გაგა ღამბაშიძე პრეზიდენტის არჩევნებს. როგორც ღამბაშიძე ამბობს, "დადგა დრო, როცა ლაგოდეხელმა ამომრჩეველმა სამართლიანი არჩევანი გააკეთა და როცა არჩევნების ბედს სოფელ კაბალის ფაქტორი აღარ წყვეტს":
“პირველ რიგში, ლაგოდეხს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ლაგოდეხელებს, ბოლოს და ბოლოს, ჰქონოდათ ის განცდა, რომ ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ მიაჩვია მთელი ლაგოდეხი, რომ კაბალი წყვეტდა აქამდე არჩევნების ბედს ლაგოდეხში. თვითონ კაბლის უბნებზე ჩვენ წავაგეთ, მაგრამ იქ რეალურად დაფიქსირდა აზრთა სხვადასხვაობა და, ბოლოს და ბოლოს, აზერბაიჯანელი მოსახლეობა ნამდვილ ამომრჩევლად გადაიქცა“.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ კახეთში არჩევნები 305 უბნიდან 12 უბანზე მოიგო. აქედან 6 უბანი ლაგოდეხის საარჩევნო ოლქშია. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაგოდეხში გურამ კაკალაშვილი მიღებული შედეგებით კმაყოფილია და ამბობს, რომ შედეგი, რომელიც დავით ბაქრაძემ ლაგოდეხში მიიღო, საზოგადოების განწყობას ნათლად გამოხატავს:
„რა თქმა უნდა, ველოდებოდით ამ შედეგებს და კმაყოფილი ვართ. ამ შედეგებმა გამოხატა ჩვენი ამომრჩევლის განწყობა“.
პრეზიდენტის არჩევნებს ამომრჩეველიც აფასებს. ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ არჩევნების შედეგით კმაყოფილია. კითხვაზე, რა მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში, გამოკითხულთა ნაწილს მომავალი კეთილდღეობის იმედი აქვს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მომავალი პრეზიდენტის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრავს სასურველ შედეგსა და მოლოდინს:
„მე სხვა რამე მინდოდა, მაგრამ სხვანაირად მოხდა“.
„არც დამიმალია, მარგველაშვილს მივეცი ხმა. ვამბობდი, რომ გაიმარჯვებდა და გაიმარჯვა კიდეც“.
„იმედი გვაქვს, პენსიებს მოგვიმატებენ. ცხოვრება წინ წავა“.
„დაველოდოთ, რა იქნება შემდეგ. ყველას აქვს იმის იმედი, რომ ჩვენთვის, უბრალო ხალხისთვის, რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება“.
„კაცი ქუჩაში ჯიბეცარიელი რომ გამოხვალ, ეგ არის გამართლება?“
„ჯერ კიდევ მოლოდინი გვაქვს“.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა. უკვე შეჯამებულია 3 ათას 741, ანუ ყველა საარჩევნო უბანი. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების უკანასკნელი ვადა 16 ნოემბერია.
“უბნის კომისიის წევრებმა ის შეცდომა დაუშვეს, რომ შემაჯამებელი ოქმის სპეციალური სიის გრაფაში რიცხვი 10-ის მაგივრად ჩაწერეს რიცხვი 13. აღნიშნულ დარღვევას ეფარდება დისციპლინური პასუხისმგებლობა. N 22 ყარაჯალის უბნის კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს ხელფასის 25 პროცენტი დაექვითა.
საოლქო კომისიამ უნდა გამოსცეს სამართლებრივი აქტი და მომჩივანი მხარე უფლებამოსილია ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივროს ან არ გაასაჩივროს არსებული გადაწყვეტილება”, ამბობს ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ივანე ზურიკაშვილი.
პირველ რიგში, ლაგოდეხს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ლაგოდეხელებს, ბოლოს და ბოლოს, ჰქონოდათ ის განცდა, რომ ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ მიაჩვია მთელი ლაგოდეხი, რომ კაბალი წყვეტდა აქამდე არჩევნების ბედს ლაგოდეხში...გაგა ღამბაშიძე
“პირველ რიგში, ლაგოდეხს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ლაგოდეხელებს, ბოლოს და ბოლოს, ჰქონოდათ ის განცდა, რომ ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ მიაჩვია მთელი ლაგოდეხი, რომ კაბალი წყვეტდა აქამდე არჩევნების ბედს ლაგოდეხში. თვითონ კაბლის უბნებზე ჩვენ წავაგეთ, მაგრამ იქ რეალურად დაფიქსირდა აზრთა სხვადასხვაობა და, ბოლოს და ბოლოს, აზერბაიჯანელი მოსახლეობა ნამდვილ ამომრჩევლად გადაიქცა“.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ კახეთში არჩევნები 305 უბნიდან 12 უბანზე მოიგო. აქედან 6 უბანი ლაგოდეხის საარჩევნო ოლქშია. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაგოდეხში გურამ კაკალაშვილი მიღებული შედეგებით კმაყოფილია და ამბობს, რომ შედეგი, რომელიც დავით ბაქრაძემ ლაგოდეხში მიიღო, საზოგადოების განწყობას ნათლად გამოხატავს:
„რა თქმა უნდა, ველოდებოდით ამ შედეგებს და კმაყოფილი ვართ. ამ შედეგებმა გამოხატა ჩვენი ამომრჩევლის განწყობა“.
დაველოდოთ, რა იქნება შემდეგ. ყველას აქვს იმის იმედი, რომ ჩვენთვის, უბრალო ხალხისთვის, რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება...