პროექტი Tbilisi Newcomers ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება. 2009 წლიდან პროექტი ყოველწლიურია და 2017 წელს მეცხრედ ტარდება. წლევანდელი პროექტის გამარჯვებულია ჯგუფი Killages, რომელიც ფესტივალ Open air-ის დასკვნით დღეს დაუკრავს. ჯგუფი ქალაქ რუსთავში შეიქმნა რამდენიმე თვის წინა და, როგორც Killages-ის წევრები ამბობენ, პროექტში გამარჯვება მათთვის მოულოდნელი იყო. რადიო თავისუფლება ფესტივალ Opne Air-ის მედიაპარტნიორია. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ჯგუფის წევრები, რატი რატიანი და გიორგი ლიპარტელიანი.