სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" შენობა და ე.წ. საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. ხანძარი გამთენიისას, სამის ნახევარზე გაჩნდა და მეხანძრეები 8 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. დაზარალდა ათეულობით მოვაჭრე. მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. სწორედ ამ შენობაში იყო განლაგებული ოქროთი მოვაჭრეების საწყობებიც. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.