ლონდონში მცხოვრებ ხელოვანს, მხატვარ ანდრო სემეიკოს ხელოვნების ერთმა კრიტიკოსმა ინგლისში მეზღაპრე, მთხრობელი უწოდა. ის ოზურგეთში დაიბადა, თბილისში სამხატვრო აკადემია დაამთავრა. შემდეგ მოიპოვა საშუალება წასულიყო ევროპაში. ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯში მიიღო მაგისტრის წოდება, მანამდე ბაკალავრის პროგრამა გაიარა ნიდერლანდში, უტრეხტის ხელოვნების სასწავლებელში. მოგვიანებით, როგორც მაგისტრმა, დიპლომი მიიღო ინგლისის ხელოვნების სამეფო კოლეჯში. ანდრო სემეიკოს ნამუშევრები იფინება, ანუ მას მონაწილეობა მიუღია გამოფენებსა და პერფორმანსებში დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, თურქეთში, საქართველოში, რუსეთში, ტაივანში, აშშ-ში.