საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლების მიმართ მეტად ლიბერალური უნდა გახდეს. მოქმედი კანონმდებლობით, ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებელი - ორივე სისხლის სამართლის დამნაშავედ მიიჩნევა. როგორ უნდა შეიცვალოს სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა საქართველოში, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოება, ასევე ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები? - ამ საკითხზე სასაუბროდ ჯიმშერ რეხვიაშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში მიიწვია იურისტი თამარ გეგელია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანამშრომელი.