Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთის ფედერაცია „მსაჯების საქმის“ გამოძიებას დაელოდება


სამართალდამცავებმა, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით, 8 მსაჯი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები გარკვეული თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ.

ამ თემაზე ჩვენი სპორტული მიმომხილველი ოთარ მაღლაკელიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მედიაოფიცერს, ეკა ელოშვილს, ესაუბრა.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG