11 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკურ შედეგზე. ზაალ ანჯაფარიძემ განმარტა - თუ როგორ ესახება როგორც პარლამენტში მყოფი, ისე მის გარეთ დარჩენილი პარტიების პასუხისმგებლობა და ამოცანები.
ის თვლის, რომ ახლანდელმა უმრავლესობამ არ უნდა დაუშვას შეცდომა და არ უნდა გარიყოს პოლიტიკური ასპარეზიდან არასაპარლამენტო ოპოზიცია, არამედ - უნდა ჩართოს ის გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში. ზაალ ანჯაფარიძისთვის ერთგვარი მოულოდნელობა იყო პარლამენტსგარეთ მკაფიოდ პროდასავლური ღირებულებების პარტიების დარჩენა იმ ფონზე, როცა ყველა სოციოლოგიური გამოკვლევით, მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს. თუმცა, ყველაზე დიდ მოულოდნელობად თვლის "ნაციონალური მოძრაობის" შედეგს, რომელიც სოციოლოგების მიერ ნაწინასწარმეტყველევზე ბევრად მაღალია.