14 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა ლარის კურსის განმსაზღვრელ ფაქტორებზე, სახელმწიფოს ხელში არსებულ მექანიზმებსა და მათი გამოყენების მართებულობაზე. ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ ლარის კურსის ვარდნას ფუნდამენტურის გარდა, არაფუნდამენტური ფაქტორებიც განაპირობებს. ასეთად ასახელებს "ხელოვნურ აჟიოტაჟს" და "სპეკულაციებს ბაზარზე". "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა ეროვნული ბანკის და საბანკო სექტორის როლზეც.