Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ცირა ჭანტურია


ცირა ჭანტურია პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:38:41 0:00

16 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ცირა ჭანტურია, "ციხის საერთაშორისო რეფორმის" სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა "პატიმრობის კოდექს" დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლებიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 15 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა ამ ცვლილებებიდან გამომდინარე სხვა 19 კანონპროექტთან ერთად. პროექტის ავტორთა თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

დილის საუბრები
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00
გადმოწერა

ცირა ჭანტურიამ ილაპარაკა იმ ტიპის ცვლილებებზე, რომლებიც მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობისკენ არის მიმართული. ასეთებს შორისაა, მაგალითა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებისთვის, რომელთა თავისუფლების აღკვეთის მოსახდელი ვადა არ აღემატება 6 თვეს, აგრეთვე უმაღლესი განათლების მიღების უფლება გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის. ცვლილებების პროექტი ეხება აგრეთვე: დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვკას; საოჯახო პაემანს; ტელევიზორით სარგებლობის უფლებას; ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების შესახებ ინფორმაციას; ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას და ა.შ.. მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთა შვილებმა სამი წლის ასაკის მიღწევის გამო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება დატოვეს. ასეთ დედებს, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით მიეცემა უფლება უქმე დღეებში დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG