Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამთა მიქელაძე


13 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამთა მიქელაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა 2016 წელს ადამიანის უფლებების სფეროში გამოვლენილ ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე.

საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის საკითხს. EMC-მ საგანგებო სტატიაში შეაფასა 2016 წელი და მოუწოდა ხელისუფლებას "ყოველდღიურ პოლიტიკაში მკაფიოდ დაიცვას კონსტიტუციონალიზმის, ადამიანის უფლებების დაცვისა და პლურალიზმის პრინციპები, რომელიც კონსტიტუციური უმრავლესობის პირობებში კრიტიკულად არსებითია. ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განახორციელოს ქმედითი რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებისა და დისკრიმინირებული და ჩაგრული სოციალური ჯგუფების უფლებების დაცვის, ასევე სოციალური კეთილდღეობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით".

თამთა მიქელაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:53 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG