Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ავალიანი


სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ავალიანი
please wait

No media source currently available

0:00 0:34:55 0:00

7 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. მან ილაპარაკა ე.წ. "ფოტორეპორტიორების საქმეზე" ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგებზე. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო გიორგი აბდალაძე, ერთ-ერთი ფოტორეპორტიორი, რომელიც 2011 წლის ზაფხულში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ზურაბ ქურციკიძესთან, ირაკლი გედენიძესთან და ნათია გედენიძესთან ერთად. გადაცემაში საუბარი შეეხო ფოტორეპორტიორების მიმართ ჩადენილი დანაშაულის სრულად გამოძიებისა და მათი სრული სამართლებრივი რეაბილიტაციის მნიშვნელობას. "ფოტორეპორტიორების საქმეზე" საიდუმლო გრიფის მოხსნას 5 წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა. გიორგი აბდალაძე და თამარ ავალიანი ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი ხანგრძლივი იქნება და იმედოვნებენ, რომ სასამართლო გამოძიება გამოავლენს და განაჩენს გამოუტანს ფოტორეპორტიორების წინააღმდეგ საქმის შეთითხნისა და მათზე ზეწოლის დამკვეთებს ყველა დონეზე. თამარ ავალიანმა ილაპარაკა სხვა საქმეებზეც, რომლებში ჯაშუშობაში ბრალდებული და მოგვიანებით პოლიტპატიმრის სტატუსმინიჭებული პირები დღემდე ელოდებიან სამართლებრივ რეაბილიტაციას.

თამარ ავალიანი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:41 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG