25 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოფო ჭარელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის (საია) საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა "ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" კანონის პროექტზე და წარმოადგინა საია-ს მოსაზრებები. თავისთავად ცალკე კანონის პროექტის შემუშავებას და მის ბევრ განმარტებას სოფო ჭარელი ძალიან პოზიტიურად აფასებს, თუმცა, თვლის, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-გაცემის პროცესში ზოგიერთი საკითხის უკეთესად რეგულაციაც შესაძლებელია. კანონპროექტით შემოდის ახალი ინსტიტუტი - ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი, რასაც საია ძალიან მნიშვნელოვნად თვლის. საია-ს შენიშვნები კი შეეხება: პროფესიული საიდუმლოების განმარტებას, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადებს, შიდა მოხმარების დოკუმენტების ჩამონათვალს, ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის არჩევის პროცედურას და ა.შ.. კომისიონერის ინსტიტუტის შემოღების გარდა, საია პოზიტიურ სიახლეებად აფასებს: საჯარო დაწესებულებათა წრის გაფართოებას, საჯარო ინტერესისა და ზიანის ტესტის შემოტანას, დიდი მოცულობის საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრას და ა.შ.